|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|

|
|
|
|
როგორ მომნატრებია
თოვლი... ახლა ფანჯარასთან
ვდგავარ და თეთრი
ფანტელების ცეკვას
ვუცქერ. მგონია,
რომ ნაცრისფერ
ცას მომწყდარი
ფიფქები მხოლოდ
დაბლა დაშვებისას
თეთრდებიან.
მჯერა, რომ
თითოეულ ფიფქს
ბგერები მოაქვს
ციდან და შენს
მეხსიერებაში
ცდილობ, რომ ახუნძლო
ეს ბგერები...
წლევანდელ
პირველფიფქობაზე
მე ჯილდა დათუაშვილი
გამახსენდა... მისი
სიმღერით...
|
|
|
|
|
|
"თოვლი მოსულა
ამ დილით,
რაღაც ახალი
იწყება,
არა ყოფილა
ადვილი,
ფიქრებთან
მარტო დარჩენა".
|
|
|
|
|
გარეთ ისევ
თოვს... თვალსაწიერი
ფიქრებითა და ფაფუკი
თოვლით დაფარულა,
შიო მღვიმელის
სიტყვებიც მახსენდება,
`თეთრ საბნის ქვეშ
გაყინული არემარე
დაღვრემილა~.
მეც მოვიწყინე!
რას არ გავიღებდი,
რას არ გავცემდი,
რომ ახლა ნიუ ჯერსის
კი არა, ჩემი ქვეყნის,
ჩემი დედათბილისის
დათოვლილ სახლებს
ვხედავდე, თეთრად
დახატულ რუსთაველის
გამზირს, მხრებდათოვლილ
გორგასალს, ბამბით
მორთულ მთაწმინდას...
და ქუდ-კაშნეთი
შეფუთნულ ქართულ
სახეებს...
ჩემი თბილისი
ყველაზე ლამაზი
პირველი თოვლის
სისხამ დილასაა...
ჯერაც გაუკვალავი,
თეთრ საბან-ასხმული...
აქაოდა, თეთრი
ფერის მეფობააო,
ბუხრების საკვამურებიდანაც
თეთრი კვამლი ამოდის...
ისევ ჯილდა
მაგონდება... თეთრ
თბილისზე სიმღერა
რომ გვაჩუქა და
თავად სისხლის
გათეთრების გამო
რომ დაგვშორდა...
ახლა, როცა
დროის გადმოსახედიდან
მისი ბაგედან მომწყდარ
ამ ბგერებს ვუსმენთ,
ვხდებით, რომ თურმე
საკუთარ თავზე
მღეროდა, იცოდა
რომ ფანტელივით
გაქრებოდა და დიდ
ტკივილს დაგვიტოვებდა:
|
|
|
|
|
|
"იყო და არა
იყო რა,
რა იქნებოდა
ნეტავი,
იყო პატარა
ჩიორა,
სუსტი და
გაუბედავი.
სად დაიკარგა,
ვინ იცის,
იქნება გზა
აერია,
თოვლი მოსულა
თბილისში,
თბილისი
თოვლისფერია.
ფოთლის ქვეშ
ხელებგაშლილი
ვდგევარ
და გული ღონდება,
არა ყოფილა
ადვილი
წარსულის
გადავიწყება"
|
|
|
|
|
ჯილდას გზა
არ არევია! უფალი
თავის სამფლობელოში
საცხოვრებლად
ანგელოზებს არჩევდა
და ჯილდაც იქ არის
ალბათ...
აი, გზა-არეული
კი, ეს მერამდენე
წელია ჩვენ დავბორიალობთ
უცხო ნაპირებს...
მხრებზე წლებთან
ერთად თოვლიც გვათოვს
და იმ დალოცვილ
თოვლიან თბილისს
მხოლოდ სიზმრებშიღა
ვხედავთ.
- სიზმრები
ხდება ხოლმე-ო,
გამიგია...
`თოვლისფერი
თბილისის~ სიზმარი
ამიხდინე, ღმერთო!
|
|
|
|
|