ჩვენისთანა
ბედნიერი განა
არის სადმე ერი?!
პროლოგი,
ანუ მერამდენედ
მოტყუებული ხალხი
როდესაც
ვიღაც უცხოელი
ყურმოკვრით მაინც
მოისმენს "ნარევოლუციებ"
საქართველოსა
და მისი "რევოლუციური"
ხელისუფლების
შესახებ ისეთ ანალოგიურ
გულისწყრომას,
როგორი პრეტენზიებითაც
უყურებენ თვით
`რევოლუციონერები~
პენსიაზე გაგდებულ
ხელისუფლებას,
თავისთავად გაორდება
ამ უცხოელის შთაბეჭდილება
ჩვენზე. ერთის
მხრივ - ადვილი
შესაძლებელია
უნდობლობით მოეკიდოს
იმ პოზიციას, ასე-რიგად
რომ ჩასჭიდებია
ოპოზიცია არსებული
ხელისუფლების
განკითხვისას.
მოსალოდნელია
მათი გამოსვლები
ჩაითვალოს კარგად
ნაცად ხრიკად ხელისუფლებაში
მოსასვლელად. მეორეს
მხრივ კი - უეჭველია,
წარმოდგენა წაუხდება
`რევოლუციურ~ მთავრობაზე,
რადგან რა მეთოდითაც
მოღვაწეობდა მისი
წინამორბედი, ის
მეთოდი განამტკიცეს,
გააძლიერეს და
არა აღმოფხვრეს.
ისინიც ხომ ისეთივე
სიტყვებით ებრძოდნენ
`ძლიერთა ამა ქვეყნისათას~,
როგორითაც ებრძვიან
მას. ერთია მხოლოდ,
რომ გაბითურებულია
და გაბრიყვებულია
მხოლოდ ხალხი.
რაც შეეხება ხალხს
-
ხალხი ეს-ეს
იყო გამოვიდა კომუნისტური
საბჭოური აზროვნებიდან,
რომ თავს ახლა
ახალი უბედურება
დაატყდა - შევარდნაძის
(თორმეტწლიანი)
მეორედმოსვლა.
საქართველოს ისტორიაში
არ მოიძებნება
თავისი სისასტიკით
მსგავსი ეპოქა,
რომელიც გადატვირთულიყო
დამარცხებით, დაცინვით,
შიმშილით, სიკვდილით,
გადახვეწით, გაუდაბურებით
და სხვა მრავალით.
მაგრამ ყველაზე
მძიმე, შეიძლება
ითქვას ერთადერთი
უმძიმესი და მიუტევებელი
დანაშაული შევარდნაძის
მეორედმოსვლის
ეპოქას მიუძღვის
მასში, რომ ქართველ
კაცს გონებაში
ჩაუნერგა დამარცხების
ინსტიქტი, ე.ი. მამაკაცს
ჩამოართვა მამაკაცობა
- ოჯახის მარჩენალის
ფუნქცია და ამით
ქართულ ოჯახს არასრულფასოვნება
შესძინა. ერი სულმოუთქმელად
ელოდა პირდაპირი
მნიშვნელობით
მოხუცი ტირანის
სიკვდილს...
ერის რეპუტაციაც
უცხოელის თვალში
დაეცა, მან არ იცის
და არც ეცოდინება
კარგა ხანი ქართველი
ერის პოტენციალის
შესახებ. მიტომაცაა,
რომ ჩვენი ღირსება
შელახულია თვით
უცხოელებისგან
- ერთნაირი ავტოავარიის
შემთხვევაში საქართველოში
უცხოელი იმუნიტეტით
სარგებლობს და
საბოლოოდ მიიპარება
ამ `ველური~ ქვეყნიდან,
ხოლო იგივე შეთხვევისას
ქართველ დიპლომატს
უცხოეთში იმუნიტეტს
უხსნიან და კარგა
ხნით აპატიმრებენ,
ასევე მოხდა თურქეთშიც,
ფეხბურთელ ბავშვთა
შეჯიბრის დროს,
და რომ არა სახელმწიფოთა
დონეზე ამ საკითხის
გადაწყვეტა, ვინ
იცის რამდენი ხნით
მოუწევდა ქართველ
ბავშვებს ოსმალეთის
ციხეში გატარება.
ამიტომაცაა,
რომ გროშებზე იყიდება
ქართველი მუშახელი,
როდესაც სხვისთვის
იგივე სამუშაო
მაღალანაზღაურებადია;
ამიტომაცაა, რომ
ჩვენგან იაფად
უნდათ, როდესაც
სხვისგან ძვირად
იღებენ; ამიტომაცაა,
რომ სადაც ქართველის
სახელს გაიგონებენ,
განურჩევლად ბავშვია
იგი თუ ქალი, მის
სიახლოვეს აუცილებლად
კრიმინალის სუნი
სცემთ, არის თუ
არა ეს ასე, ბოდიშსაც
არ იხდიან შეცდომათა
შემთხვევაში. ვერც
ყბადაღებულმა
`რევოლუციამ~ უშველა
ქართველთა რეპუტაციას
მსოფლიოს თვალში.
აქ ანაზდად ქართული
ანდაზა მახსენდება
- `მგელს მგლობა
დაუწუნეს და ტურამ
ქვეყანა დააქციაო~.
მაინც და მაინც
ჩვენი ნეგატივი
ჩანს ყველაზე მკაფიოდ
საზღვარგარეთ
და ეს ბინძური
პიარების დამსახურებაცაა
მეტწილად.
სწორედ ხალხს
თავი შეაძულა გარდასულმა
ხელისუფლებამ
თავისი მავნებლობით,
სწორედ ამ სიძულვილით
შეერთდა ერი და
ბერი და დაიძრა
პროტესტის გამოსახატავად
სატახტო ქალაქში.
ავანტიურისტმა
შევარდნაძემ კი
სწორედ ეს მასა
გამოიყენა სათავისოდ
და საკუთარი სამომავლო
მიზნების განსახორციელებლად,
რათა მას შემდეგ
ისევ გაგრძელებულიყო
ხანგრძლივი დროით
შევარდნაძიზმი.
ხალხი ისტორიულ
გზისგასაყარზე
ამ ბოლო ათწლეულის
მანძილზე მეორედ
მოტყუვდა შევარდნაძეში
- პირველად მაშინ,
როცა სიყვარულს
ეფიცებოდნენ და
ამას გადააყოლეს
რუსთველის გამზირი,
სამეგრელო, აფხაზეთი,
სამაჩაბლო, მეორედ
კი მისი სიძულვილით
დაბრმავებულებმა
ვერ შეიცნეს წინამძღოლში
ტრიუმვირატის
ნიღაბქვეშ შევარდნაძის
ახალი სახე. ამით
საკუთარი და საკუთარი
შვილების მომავალი
გასახრწნელად
გაწირეს.
ადრეულ წლებში
თუ შევხაროდით
ჩვენს ეროვნულობას
და ვამბობდით
`ჩვენისთანა კარგი
ერი არ არსებობსო~,
ახლა ერთხმად შეხმატკბილებულად
გავიძახით `ჩვენისთანა
ცუდი ერი არ არსებობსო~.
ორთავე შემთხვევაში
საკუთარ თავს ვიტყუებთ,
რადგან პირველ
შემთხვევაში საბჭოურმა
ცრუფეტიშიზმმა
დაგვიუფლა, მეორე
შემთხვევაში კი
პოსტსაბჭოურმა
ცრუნიჰილიზმმა,
- და მაინც `ცრუ~ და
არა `მართალი~.
სწორედ ამ
ყალბი დაპირებების
გამო, რომელსაც
`რევოლუციონერები~
ლოზუნგებად იყენებდნენ
`ვარდების როქის~
დროს, ხალხში დაიკარგა
ნდობის ფაქტორი
ოპოზიციური გამოსვლების
მიმართ. ეს მაშინ,
როდესაც მიხვდა
ხალხი მოტყუებულები
რომ დარჩნენ, ამით
შევარდნაძემ და
მისმა გაზრდილმა
ავანტიურისტებმა
მიაღწიეს იმას,
რომ ახალი მოტყუების
შიშით მოსახლეობას
კარგა ხნის განმავლობაში
აუარი ათქმევინეს
საპროტესტო გამოსვლებზე.
მიუხედავად ყველაფრისა,
გულისწყრომა მაინც
არის არსებული
ხელისუფლების
მიმართ. უმთავრესად,
იმისათვის, რომ
რისთვისაც შეიყარა
ერი და ბერი, ის
პრობლემები დღესაც
სასიცოცხლო და
აქტუალურია - ერი
მასიურად შიმშილობს,
ახალი ხელისუფლება
კი ახლებურად წნეხავს
ღვედებს და კანონის
ფარგლებში აქცევს
უკანონობას.
კანონით
დამკვიდრებული
უკანონობა
აშკარად
დამკვიდრდა სახელმწიფო
რეკეტი, რომელსაც
ახორციელებს ფინანსური
პოლიცია და ყველა
დანარჩენი ძალოვანი
სტრუქტურა. კანონმა
ხელ-ფეხი გაუხსნა
მათ, რათა თავიანთი
შავ-ბნელი ქმედება
განამტკიცონ სამართლებრივი
ფორმით. თუ `რევოლუციამდე~
მეწარმეობა იბეგრებოდა
კოლოსალური პროცენტებით,
ამიტომ ყველას
ჰქონდა საშუალება
დაემალა სახელმწიფოსთვის
უსამართლოდ დადებული
ბეგარა, ე.ი. ბიზნესი
გადასულიყო ქურდობის
რელსებზე და ამით
გაეტანა თავი,
თანაც მოეღწია
დღემდე. `რევოლუციის~
შემდეგ გადასახადთა
რაოდენობა მართალია
შემცირდა, მაგრამ
გაიზარდა ტერორი
მასზე. გარემოებათა
მსხვერპლი ახალმა
დროებამ არ დაინდო
და ძველი ცოდვები
მოჰკითხა, ცოდვები,
რომელთა შეცოდებაც
მათი იძულებითი
ნაბიჯი იყო.
მძიმე საზიდარი
და ხვედრი ერგო
წილად ქართველ
ბიზნესმენებსა
და მეწარმეებს,
ზოგადად ხალხს.
უმრავლესობა ქვეყანაში
ვითომპროლეტარიატად
იქცა. სახელმწიფოსა
და უცხოეთის შემწეობების
შემყურე ბრბო უწყინრად
და უჩივრად მიაქანებდა
დროს გარდაუვალი
ფინალისაკენ. სამწუხაროდ
ფინალი არ შედგა.
თუ დაიწერა ტიტრები
და ტიტრებმა ამცნო
ხალხს რაღაცის
დამთავრება, აუცილებლად
განახლდა შევარდნაძიზმის
მეორე სერია, რომლის
დასასრულობასაც
პირი არ უჩანს.
ისევ გაოგნდა
ხალხი თავისი რბევის
გამო და ისევ განაგრძო
ქედდადრეკილი
ცხოვრება.
ქვეყნის
სათავეში მოვიდნენ
უმწიფარი და გაუნათლებელი
ადამიანები თინეიჯერული
გატაცებითა და
სულისკვეთებით.
მოწყალე თვალებით
შეჩერებიან ევრო-ამერიკის
დირექტივებსა
და ინსტრუქციებს.
უმეტეს შემთხვევაში
მათი რჩევებიც
კი არ არის ყურადღებული.
სასამართლო და
პროკურატურა ისევ
აგრესიული უმრავლესობის
გავლენის სფეროს
წარმოადგენს. სახელმწიფო
დაკვეთებსაც წარჩინებით
ასრულებენ ისინი,
განურჩევლად იმისა,
არის თუ არა სამართლიანი
ეს დაკვეთა. გაურკვეველი
ვადით შეჩერდა
კერძო საარბიტრაჟო
სასამართლოს მოღვაწეობა,
რამაც სახელმწიფოს
უსამართლობა დაადასტურა
და ამით ფინანსური
ზარალი მიაყენა
ჯიბეგასქელებულ
სახელმწიფო მოხელეებს,
რომლებიც იკვებებოდნენ
მეწარმეებისაგან
რეკეტირებით შევსებული
ბიუჯეტით...
უსუსური
მდგომარეობაა
კულტურასა და ხელოვნების
სფეროში. აქ ჰყვავის
უმეცრება, ღირსეული
კი ჩრდილშია მოქცეული,
დახლები და ესტრადა
გაივსო მდარე პროდუქციით.
რაც იყო, ისიც აღარ
არის. გაუქმდა
ქართული ფილმის
ფენომენი, მაშინ,
როდესაც მავანი
და მავანი ცდილობს
პირდაპირ დავით
აღმაშენებელზე
გადაიღოს ფილმი.
რა სცენარით, რა
რეჟისურით ამას
არ აკონკრეტებენ.
ჩვენ ყოველთვის
გვიჭირდა ეკონომიურად,
არც იმის კომფორტი
გვქონდა ერთხელ
გადაღებული ფილმი
რამდენჯერვე სხვადასხვა
ვერსიებით გადაგვეღო.
ჩვენი თაობები
ერთხელ გადაღებული
`გიორგი სააკაძით~,
`დიდოსტატის მარჯვენით~,
`დათა თუთაშხიათი~
იზრდებოდა, არ
გვქონდა რა საშუალება
გამოგვესწორებინა
ხარვეზები და დაგვეხვეწა,
შეგვევსო და გაგვემდიდრებინა
კინოხელოვნების
გამოცდილება. ეს
ყველაფერი საბჭოურ
ეპოქაში თუ ხდებოდა,
სადაც დაფინანსების
სისტემა დედამიწის
მეექვსედ ნაწილზე
ვრცელდებოდა მეტ-ნაკლებად.
მარტო დარჩენილი პატარა ერი,
საკუთარი ფინანსებისა
და შემწეობების
შემხედვარე დავით
აღმაშენებელზე
რომ გადავაღებინებთ
ფილმს მოწვეულ
რეჟისორსა და მსახიობებს
თავისი სპეცეფექტებით,
ვინ მოგვცემს იმის
გარანტიას, ქართული
სული, დავითიან-გორგასლიანი
სული შენარჩუნებული
ექნება კინოპერსონაჟს,
თუ გვსურს წმინდა
მეფე-ხუცესი ვაქციოთ
სუპერ-ბოევიკად
და კოვბოური სულისკვეთება
მივმადლოთ?!
- რამდენი
ათწლეული უნდა
გავიდეს, თუ არა
ასწლეული, რომ
ეს გამოუსწორებელი
შეცდომა აღმოვფხვრათ
თაობებში, და მაინც
იმ თაობებში, რომელიც
წიგნს არ კითხულობს
და კომპიუტერებით
აქვს დაკნინებული
თავი. ისე, როგორც
ჩვენ გვსურს, ამერიკელი,
თუნდაც ევროპელი
ვერ გადაიღებს!
ყოველ შემთხვევაში
ზემოთ ჩამოთვლილ
ფილმებში ბევრი
ხარვეზის მიუხედავად,
საუკეთესოდ თვალსაჩინოდ
არის წარმოჩენილი
ქართული სულიერება,
ეროვნული ინდივიდუალობა,
რადგან მიუხედავად
საბჭოური მენტალიტეტისა,
ქართველები იყვნენ
ბუნებით, წარმომავლობითა
და შინაგანი რწმენით
ქართველები...
ნდობის ფაქტორი
თავისთავად ნაკლებია
ამ `რევოლუციური~
`მწერლების~ მიმართაც.
მაშინ როცა სრულიად
უმსგავსო და უხამსო
ნოველა დაბეჭდა
თამარ მეფის პირველ
ღამეზე `რევოლუციური~
მწერლობის პათეტიკურმა
წარმომადგენელმა,
ჩვენ მოვითმინეთ
მისგან ეს ბეცური
საქციელი, მაგრამ
ვაი, რომ ეს სახელმწიფოებრივ
პოლიტიკად იქცა
- ტოტალური გაუნათლებლობა
ქვეყანაში!
ALMA MATER - დედა
უნივერსიტეტი,
რის შესახებაც
ივანე ჯავახიშვილი
ოცნებოდა, - ცოდნის
ტაძარი ცოდვის
ტაძრად იქცა. თუ
შევარდნაძის დროს
მეცნიერება თვითდინებაზე
იყო მიშვებული
და აყვავებას განიცდიდა
წითელი პროფესურა,
სააკაშვილის დროს
ცოცხით ხვეტავენ
განურჩევლად წითელსა
თუ ყვითელ, ცისფერსა
თუ შავ პროფესურას.
ქვეყნის პირველი
საგანმანათლებლო
ცენტრი დაექვემდებარა
ერთ კონკრეტულ
პიროვნებას. `რევოლუციის~
მეორევე დღეს თავხედი
და გაუზრდელი
`კმარელები~ შეუსიეს,
ეგონათ როგორც
ექსპრეზიდენტს
`მოერიენ~ იოლად,
აქაც ასევე იოლად
დაამყარებდნენ
წესრიგს, - მადა
ჭამაში მოდისო,
ისე იყვნენ აცეტებული
`გამარჯვებით~
თავბრუდახვეულები.
სამაგიეროდ,
პირველი ალი-ყურის
გაკვეთილები კარგად
დაისწავლა შევარდნაძის
ტრიუმვირატმა
და ციხეც შიგნიდან
გატეხეს. გაივსო
საქართველო მოვალეობის
შემსრულებლებით,
მოვალეობას კი
არავინ ასრულებს.
ეს იმიტომ მოხდა,
რომ ადვილად შესაძლებელი
გახდა რამდენიმე
შეკრებილი კასტის
მიერ მოწყობილი
უსამართლო აქციებისა
და გაფიცვების
შედეგად კანონიერად
არჩეული ხელისუფლების
დამხობა. ასე რომ,
ვისაც მოესურვება
და თვალში არ მოეწონება
ლეგიტიმური ხელისუფლება,
დაჯდებიან საშიმშილოდ,
მოიტანენ ყურით
მოთრეულ არგუმენტებს
მათი კომპრომატების
სახით და მოითხოვენ
მათ გადადგომას,
რათა მათი ადგილი
დაიკავონ `მოვალეობის
შესრულებლის სტატუსით~.
ამას ჰქვია ქართული
ანდაზით `აპატიეს
მელასაო, მოუმატა
კბენასაო~.
"მცირე, დიდი
- ყველა ფლიდი, ცუღლუტი
და მანკიერი"
ვიყიდებით
შინ და გარეთ ნებისმიერი
ხერხით. სახელმწიფო
პოლიტიკა გადასულია
ტოტალურ პრივატიზაციაზე,
თავის ნათქვამში
გაამჟღავნა ეს
პოზიცია მაშინდელმა
ეკონომიკის მინისტრმაც
- `უნდა გავყიდოთ
ყველაფერი, სინდისის
გარდაო~.
ამ `სინდისის
გარდა~-ზე იმიტომ
გაამახვილა ალბათ
ყურადღება, რომ
ამ მთავრობას სინდისი
კარგა ხნის გაყიდული
ჰქონდა. ასე იავარ-ქმნეს
აჭარა, ასე იავარ-ქმნეს
ყველა სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
სტრატეგიული ობიექტები.
რაც შეეხება
აჭარას, ორიოდ
სიტყვით მინდა
ვთქვა, რომ ასლან
აბაშიძის ხელისუფლების
ძალადობით დამხობა
იყო უკანონო და
უსამართლო, თვით
სააკაშვილმა მოაწყო
ინსპირირება აბაშიძის
რეჟიმის დასამხობად,
ეს კი მისი მხრიდან
ამორალური საქციელი
იყო. მას სხვანაირად
შეეძლო აბაშიძის
ხელისუფლებიდან
ჩამოცილება, მაგალითად
საკანონმდებლო
წნეხის ქვეშ მოექცია
`მცირე ფაშა~, ან
არჩევნების გზით.
ამ მოვლენებმა
ნათლად დაგვანახა,
რომ საქართველოს
ამჟამინდელი პრეზიდენტი
არის სულსწრაფი
პიროვნება და ქმნის
არასრულფასოვანი
პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას.
მას ვერ უწოდებს
კაცი ჩამოყალიბებულ,
ბრძენს, თუნდაც
ჭკვიანს. მასზე
გასაოცრადაა ზედგამოჭრილი
ქართული სიტყვა
`ჩიტირეკია~. ამას
მთელი მისი არსებით
ადასტურებს ყველა
ნაბიჯზე. იგი ვერასოდეს
იქცევა ერის ზნეობრივ
მაგალითად, თუმცაღა
`რევოლუციის~ ხანებში
იგი გულწრფელად
შეიყვარა ხალხმა,
საკუთარი ბედი
და მომავალი ანდო,
და როგორც ზემოთ
ავღნიშნე, ხალხი
აქაც მოტყუებული
დარჩა, არადა მის
`რევოლუციურ~ ქმედებებს,
საუბრის ლოგიკას,
თვით პიროვნულადაც
ადარებდნენ ზვიად
გამსახურდიას,
მოჰქონდათ ყურით
მოთრეული პარალელები
ზვიადისა და მიშას
ხასიათებში.
არ გაამართლა!
რადგან `წყალწაღებული
ხავს ეჭიდებოდაო~,
ხელში კი შერჩათ
საეჭვო ქმედითუნარიანობისა
და გონებრივი მონაცემების
პატრონი, აღვირახსნილი
მექალთანე და პოლიტიკური
ბეცი.
ვის უნდა
მიბაძოს ასეთ შემთხვევაში
ხალხმა მაშინ,
როდესაც თვით ოპოზიციაც
თავის სათანადო
და ღირსეულ სიმაღლეზე
ვერ დგას?! ყველას
სურს მორთმეული
კეთილდღეობა, რაც
საქართველოში
მაინც გამოიხატება
იმაში, რომ როგორმე
მოტყუებისა და
ცბიერების გზით
მოხვდნენ პარლამენტში,
უკეთეს შემთხვევაში
დაისაკუთრონ თბილ-თბილი
სავარძლები. ამ
საკითხშიც ერთი
პარადოქსული უცნაურობა
სჭირს `პოსტრევოლუციურ~
და მართლაც რევოლუციის
ზღურბლზე შემდგარ
საქართველოს -
თუ გსურს გახდე
მინისტრი, უნდა
გქონდეს გავლილი
ევროპაში, უკეთეს
შემთხვევაში ამერიკაში
კოლეჯის კურსი
მაინც, არაფერს
ვამბობ უმაღლეს
განათლებაზე, ხოლო
თუ რა ჯდება ევროპაში
ან ამერიკაში არათუ
სწავლა, გამგზავრებაც
კი, კარგად მოეხსენება
როგორც ქართველობას,
ასევე ნებისმიერ
უცხოელს. გამომდინარე
აქედან ჩვეულებრივი
მოქალაქისათვის
მინისტრის პორტფელი
კი არა, ბაღის გამგის
ადგილიც კი მოიუწვდომელია.
სხვა შემთხვევაში,
თუ სურს ამ ნომენკლატურის
კიბეზე ნელ-ნელა
აცოცდეს, თავდაპირველად
უნდა დააგროვოს
ბევრი ფული (ცოტა
არ ეყოფა ამ საქმეს),
შემდეგ აუცილებლად
უნდა იყოს `ნაციონალური
მოძრაობის~ აქტიური
(და არა რიგითი)
წევრი და ბოლოს
უნდა ჰყავდეს ლობი
(ან პარლამენტში,
ან სამინისტროში,
ან პრეზიდენტის
აპარატში, ერთის
სიტყვით სატახტო
ქალაქში და მხოლოდ
სატახტო ქალაქში,
ადგილობრივი წურბელები
არ გამოდგებიან).
თანამდებობებზე
კარგა ხანია აღარ
ინიშნებიან გონებრივი
მონაცემებითა
და პრაქტიკული
გამოცდილებით
ადამიანები. იყავი
`ნაც.მოძრაობის~
წევრი (მოკლედ
რომ ვთქვათ, ნაცისტი)?
გჭერია მიტინგებზე
დროშა და საჭიროების
შემთხვევაში კონდახად
გამოგიყენებია
იგი? დაუნდობლად
გიცემია შენი მოწინააღმდეგეები
და მათაც უცემიხარ
შენ?
- ჭრილობას
მოგიშუშებენ არა
წამლით, არამედ
გარკვეული გავლენის
სფეროების თქვენთვის
ჩაბარებით, ანუ
დაგნიშნავენ თანამდებობაზე
- მერე გინდ ბოთლებზე
დაჯექი, გინდაც...
სხვა რამეზე, ამას
უკვე აღარ ექნება
არსებითი მნიშვნელობა.
"მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი,
შინ ძლიერი"
არსებულმა
ხელისუფლებამ
პირველი დარტყმა
მიაყენა იმ ხალხს,
ვინც `რევოლუციის~
დღეებში ალალად
დაუდგა გვერდით.
მან აკრძალა ბაზრობები,
ამით დააზიანა
ღარიბი ფენის შემოსავლის
წყარო, ის რითაც
წლით-წლობამდე
თავი გაჰქონდა
საზოგადოების
დაბალ ფენას. რამდენ
ბაზრობას მიადგა
`ნიღბიანი~ ვინ
იცის; განსაკუთრებული
გულმოდგინებით
დაარბიეს ამ ბოლო
ხანებში რესტორანი
`ნიკალა~, - საზოგადოების
თავშეყრის ასეთ
ადგილზე შექმნეს
დისკომფორტი, სამაგიეროდ
ბოდიშიც მოიხადეს
და ისეთი ბოდიში,
გინებაზე უარესი
რომაა. გაცილებით
ადრე `რევოლუციის~
გარიჟრაჟზე არნახული
სისასტიკით დაარბიეს
`ომეგა-ცენტრი~,
მისი რბევის შედეგად
ულუკმაპუროდ დარჩა
საშუალო ფენა,
მეტწილად მწერლები
და კულტურის მოღვაწეები,
რადგან `ომეგა-ცენტრმა~
დაასაქმა და საარსებო
წყარო მისცა მწერლებს,
მხატვრებს, მეცნიერებსა
და პოლიგრაფისტებს.
სამაგიეროდ ფართოდ
გაუღეს კარი ისეთ
უნიჭო მწერლებს,
როგორებიც არიან
ლაშა ბუღაძე, აკა
მორჩილაძე და დათო
ტურაშვილი. უხეშად
ერევიან და ჯერაც
ვერ წაურთმევიათ
ქართველი მწერლებისათვის
`მწერალთა კავშირის~
შენობა, რათა შემდგომად
ამისა გადააბარონ
ბენდუქიძის უწყებას
და სარფიანად გაასაღონ
იგი.
თუ აჭარაში
ავტორიტარული
რეჟიმი იყო და
მას მართავდა როგორც
დღევანდელი `ძლიერნი~
მოიხსენიებენ,
`ტანმოკლე ფაშა~
და ადგილობრივი
მოსახლეობისათვის
შექმნილი ქონდა
მაქსიმალური კომფორტი
და საარსებო წყარო,
პატრონობდა მთელ
რიგ კულტურულ დაწესებულებებს,
დღევანდელი მისი
მონაცვლე ფაქტიურად
არის `თბილისის
რესპუბლიკის~ გუბერნია,
სადაც თავისუფლად
გზახსნილი აქვს
ყველა ჯურის ავანტიურისტებს,
რათა დაისაკუთროს
ედემის ბაღად ქცეული
ოაზისის ყველა
ღირებულებანი.
სამაგიეროდ
კუდქიცინა მურიებად
გვევლინებიან
ჩვენი `ძლიერნი~
უპირველეს მტერთან
რუსეთთან, მისგან
გამომდინარე აფხაზეთთან
და განსაკუთრებით
სამაჩაბლოს, თვითმარქვია
ოსეთად მონათლულ,
ყაჩაღურ მთავრობასთან,
რომელთანაც გაუთავებლად
და დაუზარელად
მართავენ უნაყოფო
მოლაპარაკებებს.
დემოკრატიის
დასაცავად თვით
ამერიკის შეერთებულმა
შტატებმაც კი ძალას
მიმართა და ისეთ
ძალას, რომელიც
უცხო ქვეყნის ანექსიისა
და ოკუპაციის ტოლფასია,
მაგრამ შტატებიცა
და მისი მოკავშირეებიც
(მათ შორის საქართველოც)
ამ ნაბიჯზე წავიდნენ.
შევარდნაძის მეორედმოსვლის
ეპოქამ თავისი
არსით დაამტკიცა
სეპარატისტებთან
მოლაპარაკებათა
გამართვის უნაყოფობა.
ომით წართმეული
არასოდეს მშვიდობით
არ დაბრუნებულა.
პირიქით, პავლე
მოციქული გვასწავლის
- `ვინაც აღიღოს
მახვილნი, მახვილითვე წარიწყმიდოს~...
ჩვენისთანა
ბედნიერი კიდევ
არის სადმე ერი?!
ასე და ამრიგად
`რევოლუციამ~ თავისი
შვილები შეჭამა
და ისე შეჭამა,
რომ ამბის გამკითხავი
არც კი დატოვა.
დაიშალა `ტრიუმვირატი~
- დასამარებულია
ჟვანია, კუთხეშია
მიგდებული ბურჯანაძე,
ოქროს ხანას განიცდის
სააკაშვილი. ასე
იყო ოდითგან, ყველა
`ტრიუმვირატი~
ერთმანეთს ჭამდა,
რათა ერთი დარჩენილიყო
ძლიერთაგანი. იულიუს
კეისარმა გადალახა
რუბიკონი, რათა
გამართლებულიყო
ტრიუმვირატის
დაშლა, მაგრამ
იგი იულიუსი იყო
თავისი ეპოქის
დიდი პროგრესული
მოაზროვნე, რასაც
ვერ ვიტყვით სააკაშვილზე.
მას წინ უდევს
ენგური, რათა გაამართლოს
შევარდნაძის ტრიუმვირატის
დაშლა.
ხალხი? ხალხი
აღარ იკითხება;
ერი? ერი აღარ
იჯერიება;
ილიამ ჯუზეპე
ჯუსტის `ლოკოკინას~
(ლექსი) შთაგონებით
შექმნა თავისი
შედევრი `ბედნიერი
ერი~. ეს ჯუზეპე
ჯუსტი გარიბალდელი
პოეტი იყო. ევროპაში
იმ პერიოდში მოდაში
იყო რევოლუციური
მოძრაობისადმი
მხარდაჭერა, მაგრამ
ჩვენგან განსხვავებით
მაშინ დიდი ადამიანები
აზროვნებდნენ,
ახლა კი ავანტიურისტები.